Accessibility links

ერაყში ამერიკელმა და ერაყელმა ჯარისკაცებმა


ერაყში ამერიკელმა და ერაყელმა ჯარისკაცებმა წამოიწყეს სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანია ქალაქ ტალ აფარის გაწმენდა მეამბოხეებისაგან.

ერაყში ამერიკელმა და ერაყელმა ჯარისკაცებმა წამოიწყეს სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანია ქალაქ ტალ აფარის გაწმენდა მეამბოხეებისაგან.
ტალ აფარი ჩრდილოდასავლეთ ერაყში, სირიასთან საზღვრის მახლობლად მდებარეობს. ინფორმაცია ოპერაციის შესახებ ჯერ მწირია - ერაყის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მოკლეს 150-მდე მეამბოხე, მაგრამ ეს ცნობა დამოუკიდებელი წყაროების მიერ ჯერ ვერ მოწმდება. აშშ ქალაქ ტალ აფარს მიიჩნევს ერაყში არალეგალურად შესული უცხოელი მებრძოლების დასაყრდენ ცენტრად. ბაღდადს კი დღეს იორდანიის პრემიერ-მინისტრი ეწვია - არაბული ქვეყნის პირველი უმაღლესი რანგის წარმომადგენელი, რომელიც ერაყში ჩავიდა სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ.
XS
SM
MD
LG