Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთიდან თავდაცვის მინისტრის, აბდულ რაჰიმ


ავღანეთიდან თავდაცვის მინისტრის, აბდულ რაჰიმ ვარდაკის მოკვლის მცდელობის შესახებ იუწყებიან.

ავღანეთიდან თავდაცვის მინისტრის, აბდულ რაჰიმ ვარდაკის მოკვლის მცდელობის შესახებ იუწყებიან.
ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს პერს-მდივნის თქმით, არავინ დაშავებულა შეიარაღებული პირების მიერ ვარდაკის ავტოკოლონაზე მოწყობილი იერიშისას. ავტოკოლონა ქაბულის აეროპრტიდან მიემგზავრებოდა, მინისტრი კი უკვე შვეულმრფენში იჯდა და გზაში იყო, როცა სროლა ატყდა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ინციდენტთან კავშირში ეჭვმიტანის საფუძველზ, დააკავეს 9 კაცი, მათ შორის რამდენიმე ჯარისკაცი. ამავე წყაროს ცნობით, ავღანელმა და მრავალეროვანი ჯარების წევრმა სამხედროებმა მოკლეს ამბოხებაში ეჭვმიტანილი 30 კაცი და დააპატიმრეს 60 სამხრეთ ჰელმანდის პროვინციაში, რომელიც თალიბანის ერთგული მებრძოლების დასაყრდენად ითვლება.
XS
SM
MD
LG