Accessibility links

logo-print

ისრაელმა დღეს თავისი დროშა დაუშვა


ისრაელმა დღეს თავისი დროშა დაუშვა ღაზის სექტორში, სადაც უნდა დასრულდეს ამ ქვეყნის 38 წლიანი სამოქალაქო

ისრაელმა დღეს თავისი დროშა დაუშვა ღაზის სექტორში, სადაც უნდა დასრულდეს ამ ქვეყნის 38 წლიანი სამოქალაქო
და სამხედრო ყოფნა. სიმბოლური ცერემონია მოეწყო ნევე დეკალიმში, პალესტინელთა ტერიტორიაზე - ღაზის სექტორში, მდებარე ებრაელთა ერთ-ერთ დასახლებაში იმ 21-დან, რომლებიც გაიტანეს და დაანგრიეს ისრაელის პრემიერის არიელ შარონის გეგმით. პალესტინელებს დღეს სურდათ შესულიყვნენ მიტოვებულ დასახლებაში, მაგრამ ისრელის ჯარმა მათ ესროლა და სულ მცირე 4 დაჭრა. ისრაელის მთავრობას არ სურს ამ არეალში არსებული 19 სინაგოგის დახურვა, როგორ ეს ადრე იყო ნათქვამი.
XS
SM
MD
LG