Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ტერორიზმი არც ერთი ეპოქისთვის არ ყოფილა უცხო


“ტერორიზმი არც ერთი ეპოქისთვის არ ყოფილა უცხო,

მაგრამ ამ საშინელ მოვლენას არასდროს ჰქონია ისეთი მასშტაბები და არასდროს ყოფილა ისეთი სასტიკი, როგორიც არის დღეს... 11 სექტემბრით არ მთავრდება საქმე, საქმე გრძელდება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, რუსეთში, შორეულ აღმოსავლეთში, ევროპაში.”

ეს გახლავთ ციტატა ქართველი კინორეჟისორის, თენგიზ გოშაძის, პუბლიცისტური ნარკვევიდან ”სამყარო დღეს”, რომელიც 79 წლის ხელოვანმა პირველად რადიო “თავისუფლებას” გააცნო. გაგახსენებთ, რომ თენგიზ გოშაძეს ეპიზოდური როლები აქვს შესრულებული ფილმებში: ”დავით გურამიშვილი”, ”პოეტის აკვანი”, ”ქეთო და კოტე”; არაერთი მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური, მხატვრული ფილმის რეჟისორია. თუმცა დღეს, ისევე როგორც მრავალ ქართველ კინორეჟისორს, გადასაღებ მოედანზე ყოფნის საშუალება არა აქვს. მიუხედავად ამისა, ქართული კინოს ახლა უკვე კლასიკოსი შემოქმედებაზე, ანალიზზე, ფიქრზე უარს არ ამბობს. არ არის გამორიცხული ქართულ კულტურაში მდგომარეობა გაუმჯობესდეს და თენგიზ გოშაძის პუბლიცისტური ნარკვევი კინოს ენაზე ”ამეტყველდეს”. ჩვენთან საუბარს ბატონი თენგიზი ცივილიზაციათა ომის თემით იწყებს:

[თენგიზ გოშაძის ხმა] “იძებნებიან დღეს ადამიანები, ვინც ახდენს ორი ცივილიზაციის დაპირისპირებას - ქრისტიანობისა და ისლამისა...მცდარი პოზიციაა, უკიდურესად მცდარი - არსებობს ბოროტი ძალა და არსებობს კეთილი ძალა, რომელიც ვისაც გინდათ იმას ამოეფარება. ეს ბოროტი ძალა იმისთვისაა გაჩენილი, რომ მან უნდა დაანგრიოს და დააქციოს, რის საშუალებასაც მას კეთილი არ აძლევს. “

არ აძლევს? არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ცივილიზაციის ბრალიც არის, რომ ”ბოროტი ძალა” ასე მიუშვეს.

[თენგიზ გოშაძის ხმა]
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG