Accessibility links

logo-print

პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელმა მაჰმუდ აბასმა


პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელმა მაჰმუდ აბასმა პირობა დადო, რომ უახლოესი თვეების მანძილზე აღადგენს კანონიერებასა

პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელმა მაჰმუდ აბასმა პირობა დადო, რომ უახლოესი თვეების მანძილზე აღადგენს კანონიერებასა
და წესრიგს ღაზის სექტორში, რომელიც დღეს დატოვეს ისრაელის ჯარის შენაერთებმა. აბასის თქმით, ისრაელის ჯარის წასვლა პალესტინელთათვის სასიხარულო მოვლენაა, მაგრამ პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ასაშენებლად ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ისრაელის 38-წლიანი ოკუპაციის დასრულებას ათასობით პალესტინელი აღტაცებით შეხვდა. აღინიშნა სინაგოგებისთვის ცეცხლის წაკიდების შემთხვევებიც. ამასთან დაკავშირებით მაჰმუდ აბასმა განაცხადა: [მაჰმუდ აბასის ხმა] "ებრაელებს სინაგოგები არ დაუტოვებიათ ჩვენთვის, მათ იქიდან რელიგიის ყველა სიმბოლო გაიტანეს. ჩვენ მორწმუნე ხალხი ვართ, მუსლიმები. კარგად მოგვეხსენება რელიგიური ადგილების სიწმინდე. მაგრამ ეს შენობები მხოლოდ უწინ იყო სინაგოგები, რადგან ახლა იქიდან ყველა სიწმინდე გატანილია." სინაგოგების დაწვასთან დაკავშირებით ისრაელმა აღშფოთება გამოთქვა.
XS
SM
MD
LG