Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ძიუნიტირო კოიძუმიმ, რომლის


იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ძიუნიტირო კოიძუმიმ, რომლის პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ძიუნიტირო კოიძუმიმ, რომლის პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, განაცხადა, რომ 2006 წელს დატოვებს თანამდებობას. უახლოესი ერთი წლის გეგმებზე საუბრისას, კოიძუმიმ აღნიშნა: [ძიუნიტირო კოიძუმის ხმა] "საფოსტო სამსახურის პრივატიზებასთან ერთად, მხარს ვუჭერ არაერთი სხვა რეფორმის გატარებასაც. ასე რომ, განზრახული მაქვს, პრემიერის პოსტზე ჩემი ოთხწლიანი გამოცდილება გარდაქმნების გაღრმავებას მოვახმარო. ყოველივე ამას ხალხის მხარდაჭერას უნდა ვუმადლოდე. კიდევ ერთხელ მინდა, მადლიერება გამოვხატო და მომავალშიც - ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ერთი წლის მანძილზე - მისი თანადგომის იმედი ვიქონიო. დიდი მადლობა." კოიძუმის ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ პარლამენტის ქვედა პალატაში 480-დან 296 ადგილი მოიპოვა.
XS
SM
MD
LG