Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვალ პეკინში განახლდება ექვსმხრივი მოლაპარაკება


ხვალ პეკინში განახლდება ექვსმხრივი მოლაპარაკება, რომლის მონაწილეები ჩრდილოეთი კორეის

ხვალ პეკინში განახლდება ექვსმხრივი მოლაპარაკება, რომლის მონაწილეები ჩრდილოეთი კორეის
ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ. აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა კრისტოფერ ჰილმა იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ნაყოფიერი იქნება. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ალექსეევმა ყველა მხარეს მოუწოდა, ყოველი ღონე იხმარონ ისეთი ერთობლივი დოკუმენტის მისაღებად, რომელიც ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის გასაყინად გასატარებელ ზომებს განსაზღვრავდა. მოლაპარაკების წინა რაუნდი 7 აგვისტოს, ფაქტობრივად, წარუმატებლად დამთავრდა. კსდრ-ის, აშშ-ისა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებაში მონაწილეობენ სამხრეთი კორეის, ჩინეთისა და იაპონიის დელეგაციები.
XS
SM
MD
LG