Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა,

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა,
რომ შეთანხმება ქართველებსა და აფხაზებს შორის "ნაკლებ შესაძლებელი" იქნება, ვიდრე საქართველო არ აღიარებს თავის შეცდომას, რომელმაც 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტი გამოიწვია. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში შამბა შეეხო საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას, რომ საქართველო ბოდიშს არ მოუხდის აფხაზეთს. გუშინვე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ იგი რამდენიმე დღე ფარულად იმყოფებოდა აფხაზეთში. ამ განცხადებას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ "წმინდა წყლის პოპულიზმი" უწოდა.
XS
SM
MD
LG