Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს


აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს კიდევ ერთხელ ჩავიდა ლუიზიანის შტატში,

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს კიდევ ერთხელ ჩავიდა ლუიზიანის შტატში,
რომელსაც გრიგალმა "კატრინამ" ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ჰუმანიტარული ზარალი მიაყენა. ახალი ორლეანის ყურეში, სამხედრო ხომალდზე, ბუში შეხვდა ქალაქის მერს, შემდეგ კი ჩაატარა ბრიფინგი, რომელზეც სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობაზე ისაუბრა. [ჯორჯ ბუშის ხმა] "სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს. ძალიან ბევრი. კიდევ ერთხელ მინდა, აღვუთქვა გუბერნატორსაც და მერსაც, რომ ფედერალური ხელისუფლება აუცილებლად შეათანხმებს მათთან საკუთარ მოქმედებებს." ბუშმა უარყო ზოგიერთი ოპონენტის მტკიცება, თითქოს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისას წარმოშობილი სირთულეები ერაყში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას უკავშირდებოდეს: [ჯორჯ ბუშის ხმა] "აბსურდია იმის მტკიცება, თითქოს ერაყში მიმდინარე ოპერაციის მიზეზით არ გვყოფნიდეს ძალები ამ სამაშველო ოპერაციის საწარმოებლად." ბუშმა მოინახულა ახალი ორლეანის ცენტრალური რაიონები, რომლებიც გრიგალმა განსაკუთრებით მძიმედ დააზიანა. ლუიზიანისა და მისისიპის შტატებში დაღუპულთა რიცხვმა, ოფიციალური მონაცემებით, 400-ს გადააჭარბა. დღეს აშშ-ის საგანგებო ვითარებათა ფედერალური უწყების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგა მაიკლ ბრაუნი, რომლის მისამართით ბოლო ხანს არაერთი კრიტიკული სიტყვა ითქვა.
XS
SM
MD
LG