Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში სექტემბრის ბოლოს 25000-ს მიაღწევს


იაპონიაში სექტემბრის ბოლოს 25000-ს მიაღწევს ას წელს გადაბიჯებულების რაოდენობა.

იაპონიაში სექტემბრის ბოლოს 25000-ს მიაღწევს ას წელს გადაბიჯებულების რაოდენობა.
ხანდაზმულების 80-ც პროცენტზე მეტს ქალები შეადგენენ. ყველაზე მხცოვანი იაპონელი - 112 წლის ქალბატონი იონე მინაგავაა, რომელიც კუნძულ კიუშუზე ცხოვრობს. იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკური მაჩვენებლებით, 40 წლის წინ იაპონიაში 100 წელს გადაცილებული სულ 153 ადამიანი ცხოვრობდა. მათი მატების გამო იაპონიას სულ უფრო მსხვილი ხარჯების გაწევა უხდება პენსიების და ჯანდაცვის დასაფინანსებლად.
XS
SM
MD
LG