Accessibility links

logo-print

ერაყში ამერიკელი სამხედროების განცხადებით, მათმა


ერაყში ამერიკელი სამხედროების განცხადებით, მათმა ჯარებმა იერიში განახორციელეს მეამბოხეების წინააღმდეგ ქალაქ ჰადიტაში,

ერაყში ამერიკელი სამხედროების განცხადებით, მათმა ჯარებმა იერიში განახორციელეს მეამბოხეების წინააღმდეგ ქალაქ ჰადიტაში,
მოკლეს 4 და შეიპყრეს ერთი ექსტრემისტი. ამ იერიშის გარდა ამერიკელი და ერაყელი ჯარისკაცები მეამბოხეების წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციებს ახორციელებენ ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ტალ აფარში. აშშ-ის ჯარების განცხადებით, ოპერაციის მსვლელობაში 400-მდე ექსტრემისტი შეიპყრეს. ხოლო ერაყის არმიის ცნობით, ტალ აფარში მოკლეს 14 და შეიპყრეს 35 მეამბოხე. ამერიკელი და ერაყელი ოფიციალური პირები ტალ აფარს მიიჩნევენ სირიიდან ერაყში გადასული უცხოელი მებრძოლების მთავარ დასაყრდენ ცენტრად. ტალ აფარი ჩრდილოეთ ერაყში, სირიის საზღვართან მდებარეობს.
XS
SM
MD
LG