Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს პეკინში განახლდა 6-მხრივი მოლაპარაკება


დღეს პეკინში განახლდა 6-მხრივი მოლაპარაკება ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის შესახებ.

დღეს პეკინში განახლდა 6-მხრივი მოლაპარაკება ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის შესახებ.
ექვსმხრივი მოლაპარაკება ორი კორეის, აშშ-ის, ჩინეთის, იაპონიის, რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების მონაწილეობით, 5 კვირა იყო შეჩერებული. აშშ-ის კრისტოფერ ჰილმა პეკინში ჩასვლის შემდეგ აღნიშნა, რომ დღესვე ხანგრძლივი მოლაპარაკებაა მოსალოდნელი. მანამდე კი მოლაპარაკებაზე ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის წარმომადგენელმა კიმ გი გვანმა აღნიშნა, რომ ფხენიანი კვლავაც აპირებს ბირთვული პროგრამის გაგრძელებას - მისი მშვიდობიანი, სამოქალაქო მიზნებისათვის გამოსაყენებლად.
XS
SM
MD
LG