Accessibility links

ინდონეზიაში სასამართლომ უკვე მეორე მუსლიმან


ინდონეზიაში სასამართლომ უკვე მეორე მუსლიმან ექსტრემისტს გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი

ინდონეზიაში სასამართლომ უკვე მეორე მუსლიმან ექსტრემისტს გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი
შარშან ავსტრალიის საელჩოსთან აფეთქების მოწყობასთან დაკავშირებით. სასამართლომ აჰმად ჰასანი დამნაშავედ სცნო ბომბის მომზადებისა და იერიშის ორგანიზების ხელშეწყობაში. აფეთქებამ ჯაკარტაში 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამავე სასამართლომ სამშაბათს სიკვდილი მიუსაჯა აფეთქების ორგანიზებაში მონაწილე როისს. კიდევ სამ მამაკაცს პატიმრობა მიუსაჯეს. ორი ეჭვმიტანილი კი, მათ შორის აფეთქების მთავარი ორგანიზატორი, ჯერ იძებნება. პროკურორების ინფორმაციით, ორივე ძებნილი არის "ჯემაა ისლამიას" წამყვანი წარმომადგენელი. "ჯემაა ისლამიას" კი "ალ-ყაიდის" მოკავშირე ტერორისტულ ქსელად მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG