Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის საოლქო სასამართლომ გადადო ცნობილ


მოსკოვის საოლქო სასამართლომ გადადო ცნობილ საფინანსო მაგნატ მიხაილ ხოდორკოვსკის საკასაციო სარჩელის მოსმენა.

მოსკოვის საოლქო სასამართლომ გადადო ცნობილ საფინანსო მაგნატ მიხაილ ხოდორკოვსკის საკასაციო სარჩელის მოსმენა.
ხოდორკოვსკი, ნავთობკომპანია "იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელი და მისი ასევე დაპატიმრებული ბიზნეს-პარტნიორი პლატონ ლებედევი, სასამართლოში ციხის მიკროავტობუსით მიიყვანეს. დაიწყო სარჩელის მოსმენა. ხოდორკოვსკისა და ლებედევს 9-წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი ფინასნურ მაქინაციებსა და გადასახადებისთვის თავის არიდებაში ბრალდების საფუძველზე. როგორც იუწყებიან, ხოდორკოვსკის მთავარი ვექილი საავადმყოფოშია მოთავსებული, რის გამოც ხოდორკოვსკიმ აღნიშნა, რომ ამ პირობებში ვერ დაიცავს თავის ინტერესებს. რაც შეეხება ლებედევს, მან თავის ვექილებისაგან მოითხოვა, არ მიეღოთ მონაწილეობა დღევანდელ, ლებედევის შეფასებით, "სპექტაკლში". მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასამართლომ ორშაბათამდე, 19 სექტემბრამდე გადადო სარჩელის მოსმენა.
XS
SM
MD
LG