Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს


ევროპის კომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიმართავს თხოვნით, დათანხმდნენ რეგულაციების ახალ სისტემას.

ევროპის კომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიმართავს თხოვნით, დათანხმდნენ რეგულაციების ახალ სისტემას.
ეს სისტემა პირებს, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეობას არ ფლობენ, მნიშვნელოვნად უადვილებს შენგენის ზონაში გადაადგილებაას. კომისიის წარმომადგენელმა, ფრისკო როსკამმა, განაცხადა, რომ ეს ზომები ყველაზე მეტად იმ პირებს დაეხმარება, რომლებიც შენგენის ზონაში აღმოსავლეთ ევროპის გავლით მოგზაურობენ: [როსკამი]: ეს განსაკუთრებით ეხებათ იმ პირებს, რომლებმაც ევროკავშირის 15 ძველი წევრიდან ერთ-ერთისგან შენგენის ვიზა მიიღეს, მაგრამ მოგზაურობა 10 ახალი წევრი ქვეყნიდან ერთ-ერთის გავლით უწევთ. ეს რეგულაციები მათ საშუალებას მისცემს ამ ქვეყნებზე გაიარონ ისე, რომ ამისათვის ტრანზიტული ვიზა არ დასჭირდეთ. ვიზის მოპოვება ხომ ძალიან რთული საქმეა." თუმცა, ევროკავშირის დიპლომატები აცხადებენ, რომ ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნების მხრიდან თანხმობის მიღებას შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს.
XS
SM
MD
LG