Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვა უარყოფს ოპოზიციის


უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვა უარყოფს ოპოზიციის ბრალდებას, რომ ვიქტორ უშჩენკოს შარშანდელი საპრეზიდენტო კამპანია ბორის ბერეზოვსკის დაფინანსებული იყო.

უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვა უარყოფს ოპოზიციის ბრალდებას, რომ ვიქტორ უშჩენკოს შარშანდელი საპრეზიდენტო კამპანია ბორის ბერეზოვსკის დაფინანსებული იყო.
იუშჩენკოს მთავრობის წევრთა განცხადებით, პრეზიდენტი ბერეზოვსკის საერთოდ არ იცნობს. იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, რომან ზვარიჩმა, დღეს განაცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ეს ბრალდება დადასტურდება, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი მაინც არ შეიქმნება. ეს ბრალდება გუშინ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა და ახლა პარლამენტის წევრმა, ლეონიდ კრავჩუკმა, გამოთქვა. მისი თქმით, ბერეზოვსკიმ იუშჩენკოს კამპანიას 15 მილიონი დოლარი შესწირა. უკრაინის ერთ-ერთმა ტელევიზიამ დღეს ბერეზოვსკის სიტყვები მოიყვანა: იგი აცხადებს, რომ კრავჩუკთან მართლაც ჰქონდა საუბარი, მაგრამ ლაპარაკი არ შეხებია იუშჩენკოს კამპანიის დაფინანსების საკითხს.
XS
SM
MD
LG