Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს


ბრიტანეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე ჰყავთ დაკავებული,

ბრიტანეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე ჰყავთ დაკავებული,
ვინაიდან ისინი ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადების მიხედვით, ეს 7 პიროვნება ბრიტანეთიდან დეპორტირებული იქნება. ოფიციალურ სტრუქტურებს დაკავებული პირების სახელები არ გაუმხელიათ. დაკავება ლონდონში და მანჩესტერში განხორციელდა. დღესვე ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჩარლზ კლარკმა განაცხადა, რომ მთავრობა მხარს უჭერს პოლიციის ინიციატივას, ტერორიზმში ეჭვმიტანილები ბრალდების წაყენების გარეშე 14 დღის ნაცვლად 3 თვის მანძილზე იყვნენ დაკავებული.
XS
SM
MD
LG