Accessibility links

logo-print

ნიუ-იორკში გაეროს სამიტზე შეკრებილების წინაშე


ნიუ-იორკში გაეროს სამიტზე შეკრებილების წინაშე დღეს მოხსენებით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტიც.

ნიუ-იორკში გაეროს სამიტზე შეკრებილების წინაშე დღეს მოხსენებით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტიც.
მიხეილ სააკაშვილმა გაეროს მოუწოდა საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების მოგვარებაში უფრო აქტიური როლის შესრულებისაკენ. როგორც სააკაშვილმა გაეროს სამიტზე აღნიშნა, ის ამაყობს საქართველოს ბოლოდროინდელი პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლით, მაგრამ ამ წინსვლას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტები აფერხებს. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კონფლიქტის ზონებიდან მრავალრიცხოვანი დევნილების პრობლემაზეც ილაპარაკა, აღნიშნა, რომ აფხაზეთში სახლები, ქართველებს რომ ეკუთვნოდა, იყიდება და მათ ზოგ შემთხვევაში მეზობელი ქვეყნის უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები ყიდულობენ. ეს იყო აშკარა მითითება რუსეთზე.
XS
SM
MD
LG