Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია პრაიმერისთვის მზად არის


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 17 სექტემბერს საქართველოს ოთხ საარჩევნო ოლქში ოპოზიცია პრაიმერს ატარებს. პრაიმერში გამარჯვებული კანდიდატი ერთიანი ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება

1 ოქტომბერს დანიშნულ პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე. დღეს გავრცელებული ცნობებით, პრაიმერის საორგანიზაციო სამუშაოები სულ 15 ათასი ლარი დაჯდა. გამარჯვებული კანდიდატის ვინაობა 19 სექტემბერს გამოცხადდება.
პრაიმერი საქართველოში პირველად ტარდება. როგორც რადიო “თავისუფლების” თბილისის სტუდიის დღევანდელმა სტუმარმა, კონსერვატიული პარტიის წევრმა, პარლამენტარმა კახა კუკავამ უთხრა თამარ ჩიქოვანს, ოპოზიცია კიდევ ერთი ტრადიციის დამკვიდრებას გეგმავს.

იხ. აუდიოვერსია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG