Accessibility links

logo-print

ბელორუსიაში პოლიციამ დაშალა საპროტესტო გამოსვლა


ბელორუსიაში პოლიციამ დაშალა საპროტესტო გამოსვლა, რომლის მონაწილეებმაც აღნიშნეს

ბელორუსიაში პოლიციამ დაშალა საპროტესტო გამოსვლა, რომლის მონაწილეებმაც აღნიშნეს
ორი ოპოზიციონერი მოღვაწის, პოლიტიკოს ვიქტორ გონჩარისა და ბიზნესმენ ანატოლი კრასოვსკის გაუჩინარების მეექვსე წლისთავი. გამოსვლა 70-მდე დემონსტრანტის მონაწილეობით მინსკში მოეწყო. ცნობების თანახმად, არავინ დაუპატიმრებიათ. გონჩარი და კრასოვსკი 1999 წელს გაუჩინარდნენ, როცა აწარმოებდნენ კამპანიას ალტერნატიული საპრეზიდენტო არჩევნების მოსაწყობად. მათი საქმის გამოძიება 2 წლის წინ შეწყდა.
XS
SM
MD
LG