Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს 5 წელი შესრულდა უკრაინაში


დღეს 5 წელი შესრულდა უკრაინაში ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობიდან. უკრაინაში ეს თარიღი რამდენიმე მიტინგზე აღნიშნეს.

დღეს 5 წელი შესრულდა უკრაინაში ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობიდან. უკრაინაში ეს თარიღი რამდენიმე მიტინგზე აღნიშნეს.
მიტინგი მოეწყო ლვოვშიც - იქ მოკლული ჟურნალისტის დედა ცხოვრობს. ჩვენ საშუალება მოგვეცა, ჩვენი უკრაინელი კოლეგების მეშვეობით დავკავშირებოდით განსვენებული გიორგი ღონღაძის ბებიას, ქალბატონ რუფა ღონღაძეს. ის ახლა ლვოვშია ჩასული, ჩვეულებრივ კი საჩხერეში ცხოვრობს.
რუფა ღონღაძის ხმა: "დიდი მიტინგი იყო ლვოვში. იქ ვიყავი, ძალიან ავღელდი, მაგრამ ძალიან კმაყოფილი დავრჩი, დღეს როგორც აღნიშნეს ჩემი შვილიშვილის დაღუპვა". უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო პირობას სცდებს, რომ ღონღაძის საქმე გაიხსნება და დამნაშავეების ვინაობას დაადგენენ.
XS
SM
MD
LG