Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასწარი მონაცემებით, ავღანეთში ამომრჩევლის აქტიურობა


წინასწარი მონაცემებით, ავღანეთში ამომრჩევლის აქტიურობა მაღალი იყო.

წინასწარი მონაცემებით, ავღანეთში ამომრჩევლის აქტიურობა მაღალი იყო.
საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ავღანელ ხალხს გამბედაობის გამოჩენა და არჩევნებში მონაწილეობის მიღება მიულოცა. მან აგრეთვე დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა უსაფრთხოების დაცვის საერთაშორისო და ავღანურ ორგანიზაციებს.

კარზაის თქმით, ამ ამომრჩევლებს შორის ბევრი ქალი იყო – რაც, მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

რადიო თავისუფლება ერთ-ერთი საარჩევნო უბნის ქალთა სექციის თავმჯდომარეს, აზიზა ასკარს ესაუბრა. [აზიზა ასკარის ხმა]: ძალიან მინდა, რომ დღევანდელმა არჩევნებმა ჩვენს ქვეყანას და ხალხს სიკეთე მოუტანოს. ხალხი ცდილობს სიტუაციის გაუმჯობესებას, და სწუხს არჩევნების შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე. იმედი მაქვს ეს არჩევნები ავღანელ ხალხს ახალ შესაძლებლობებს მოუტანს.

ავღანელ ხალხს არჩევნებში მონაწილეობა ნატოს სამხედრო ალიანსმაც მიულოცა. ნატოს გენერალური მდივნის, იაპ დე ჰოპ სხეფერის განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს მილიონობით გულადმა ავღანეთის მოქალაქემ დაიცვა საკუთარი უფლება და მონაწილეობა მიიღო არჩევნებში.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ავღანეთში შეტაკებებს სულ მცირე 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თუმცა თალიბებს საკუთრივ საარჩევნო პროცესზე იერიში არ განუხორციელებიათ.

არჩევნების საბოლოო შედეგები სამი კვირის შემდეგ გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG