Accessibility links

logo-print

გერმანიაში გამართული არჩევნების პირველი არაოფიციალური


გერმანიაში გამართული არჩევნების პირველი არაოფიციალური შედეგების მიხედვით, მემარჯვენე ორიენტაციის ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ გამარჯვება მოიპოვა

გერმანიაში გამართული არჩევნების პირველი არაოფიციალური შედეგების მიხედვით, მემარჯვენე ორიენტაციის ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ გამარჯვება მოიპოვა
მაგრამ იმისათვის, რომ სასურველ კანდიდატთან – ლიბერალური ორიენტაციის თავისუფალ დემოკრატებთან – მმართველი კოალიცია ჩამოაყალიბოს, პარტიას მიღებული ხმები არ ყოფნის.

ეგზიტ-პოლების მიხედვით, ანგელა მერკელის პოლიტიკურმა ორგანიზაციამ ხმების 35 პროცენტი მოიპოვა – მაშინ, როდესაც მოქმედი კანცლერის, გერჰარდ შრიოდერის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ხმების მხოლოდ 34 პროცენტი აქვს.

თავისუფალ დემოკრატებს ხმების 10 პროცენტი ერგოთ.

გერჰარდ შრიოდერი აცხადებს, რომ ახალ კოალიციას – სადაც მერკელის ფრაქციაც შევა - მან უნდა უხელმძღვანელოს.
მერკელი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ როგორც გამარჯვებული პარტიის ლიდერმა, ახალი მთავრობის შექმნისთვის მოლაპარაკებები მან უნდა აწარმოოდ და არა შრიოდერმა.

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მერკელმა წინასწარი შედეგები პოზიტიურად განიხილა. მისი თქმით, ასეთი შედეგის მიღება შრიოდერის კოალიციური მთავრობის დასასრულს ნიშნავს

[ანგელა მერკელის ხმა]: ქალბატონებო და ბატონებო! ჩვენ შევიტყვეთ, რომ წითლების და მწვანეების კოალიცია არჩევნებში დამარცხდა. და ეს კარგი ახალი ამბავია!

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ორივე კანდიდატი ეკონომიკის გაუმჯობესებაზე აკეთებდა აქცენტს. არჩევნების პირველი ოფიციალური შედეგები ორშაბათს დილით ადრე გამოქვეყნდება.

XS
SM
MD
LG