Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო თანამეგობრობა მიესალმება ჩრდილოეთი კორეის


საერთაშორისო თანამეგობრობა მიესალმება ჩრდილოეთი კორეის გადაწყვეტილებას,

საერთაშორისო თანამეგობრობა მიესალმება ჩრდილოეთი კორეის გადაწყვეტილებას,
უარი თქვას ბირთვული პროგრამის განხორციელებაზე და დაუბრუნდეს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას. ამასთანავე, ბევრი შიშობს, რომ ფხენიანი ამ დაპირებას არ შეასრულებს. აი, რა თქვა ამასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა: [ჯორჯ ბუშის ხმა] "მათ განაცხადეს, რომ პრინციპში მზად არიან, უარი თქვან შეიარაღების პროგრამების განხორციელებაზე. ჩვენ ვუპასუხეთ: კეთილი და პატიოსანი! მოხდა მნიშვნელოვანი გარღვევა. მაგრამ ახლა უნდა შევამოწმოთ, მართლაც გაკეთდება ეს თუ არა." ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა მოჰამედ ბარადეიმ იმედი გამოთქვა, რომ ამ უწყების სპეციალისტებს უახლოეს მომავალშივე მიეცემათ საშუალება, ფხენიანს ესტუმრონ.
XS
SM
MD
LG