Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში გუშინ გამართული ვადამდელი საპარლამენტო


გერმანიაში გუშინ გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავარმა მეტოქე პარტიებმა

გერმანიაში გუშინ გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავარმა მეტოქე პარტიებმა
დღეს დაიწყეს კონსულტაციები პოტენციურ პარტნიორებთან, რომლებთანაც ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას იმედოვნებენ. ქრისტიან-დემოკრატების მემარჯვენე გაერთიანებამ, რომელსაც სათავეში ანგელა მერკელი უდგას, გუშინდელ არჩევნებში ერთი პროცენტით აჯობა კანცლერ გერჰარდ შრიოდერის სოციალ-დემოკრატებს. ვერც ერთმა და ვერც მეორე მხარემ ვერ მიიღო საკმარისი ხმა საიმისოდ, რათა კოალიცია შექმნას სასურველ პარტნიორებთან. მერკელის თქმით, იგი მზად არის, მოლაპარაკება აწარმოოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, გარდა მეამარცხენე პარტიისა. ექსპერტთა ვარაუდით, გამორიცხული არ არის, ე.წ. "დიდი კოალიციის" შექმნა, რომელშიც შევიდოდნენ ერთმანეთის მეტოქე პარტიები: ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი და სოციალ-დემოკრატიული პარტია. თუმცა, მოლაპარაკებას უთუოდ გაართულებს ის გარემოება, რომ ამ პარტიათა ლიდერები, ანუ ანგელა მერკელიცა და გერჰარდ შრიოდერიც კანცლერობაზე აცხადებენ პრეტენზიას.
XS
SM
MD
LG