Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის


დღეს სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებმა

დღეს სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებმა
ხელი მოაწერეს შეთანხმებას “მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ”. ამას იტყობინება რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი”, სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მურატ ჯიოევზე დაყრდნობით. ამავე ცნობის თანახმად, დოკუმენტს ცხინვალში ხელი მოაწერეს თვითგამოცხადებული რესპუბლიკების პრეზიდენტებმა ედუარდ კოკოითიმ და სერგეი ბაღაფშმა. შეთანხმება ითვალისწინებს ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას ეკონომიკის, კულტურისა და მეცნიერების სფეროებში.
XS
SM
MD
LG