Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა სიმონ ვიზენტალი - მეორე


გარდაიცვალა სიმონ ვიზენტალი - მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე,

გარდაიცვალა სიმონ ვიზენტალი - მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე,
რომელმაც შემდეგ სახელი გაითქვა ნაცისტების დევნით. მის საქმიანობას მთელს მსოფლიოში მრავალი ნაცისტის მიკვლევა და შეპყრობა მოჰყვა ომის შემდგომ წლებში. მოგვიანებით ის ათწლეულები ემსახურა ანტისემიტიზმისა და, ზოგადად, ქსენოფობიის წინააღმდეგ ბრძოლას. ვიზენტალს, რომელიც ავსტრიაში 96 წლის ასაკში გარდაიცვალა, პარასკევს ისრაელში დაკრძალავენ. აი, როგორც გამოეხმაურა ცნობას ვიზენტალის სიკვდილის შესახებ ისრაელის საგარეო უწყების პრეს-მდივანი, მარკ რეგევი: [რეგევის ხმა] “სიმონ ვიზენტალის გარდაცვალებამ ყველა ძალიან დაგვამწუხრა. ის სათავეში ედგა ძალისხმევას, მართლმსაჯულებისათვის გადაეცათ მეოცე საუკუნის უდიდესი დამნაშავეები, რომლებმაც თავი აარიდეს პასუხისმგებლობას. ამ საქმისათვის ვიზენტალმა პატივისცემა და აღიარება მოიპოვა ისრაელის სახელმწიფოსაგან, ებრაელი ხალხისაგან და, ვფიქრობ, ყველასგან, ვინც მხარს უჭერს ბრძოლას რასიზმისა და უსამართლობის წინააღმდეგ”. რაც შეეხება ავსტრიას - ვიზენტალი ავტსრიაში იყო დაბადებული და ავსტრიაშივე, ვენაში გარდაიცვალა - კანცლერმა ვოლფგანგ შიუსელმა პატივი მიაგო გარდაცლვილის ხსოვნას და გაიხსენა ვიზენტალის დევიზი “სამართლიანობა და არა შურისძიება”.
XS
SM
MD
LG