Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ რეიდმა


ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ რეიდმა "სავსებით გამართლებული" უწოდა ოპერაციას,

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ რეიდმა "სავსებით გამართლებული" უწოდა ოპერაციას,
რომელიც ბრიტანელმა სამხედროებმა განახორციელეს ერაყის პოლიციის მიერ დაკავებული ორი ბრიტანელი ჯარსიკაცის გასათავისუფლებლად. ეს ჯარისკაცები სამხრეთ ერაყში, ქალაქ ბასრაში იყვნენ დაკავებული. მინისტრის განმარტებით, ორი ჯარისკაცი კოალიციის ძალებისთვის უნდა დაებრუნებინათ ერაყის ხელმძღვანელობასთან მოქმედი ხელშეკრულების საფუძველზე. ბასრის ადგილობრივი ხელმძღვანელობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მოჰამედ აბადიმ, ჯარისკაცების დაპატიმრების შემდეგ ჟურნალისტებთან ეს განცხადება გააკეთა: [აბადის ხმა] “მათი დაკითხვისას აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთის არმიის წევრები იყვნენ და ბასრაში გარკვეულ ამოცანას ასრულებდნენ. მათ უარი თქვეს ამოცანის დაკონკრეტებაზე. რა ამოცანა ჰქონდათ, ამის თქმაზე ჯარსიკაცების სარდალმაც უარი გვითხრა. მაგრამ ამ საკითხს მაინც გამოვიძიებ”. ბასრაში ბრიტანული არმიის ინფორმაციით კი ადგილობრივმა პოლიციამ უგულებელყო ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულება ორი მამაკაცის გაშვების შესახებ.
XS
SM
MD
LG