Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერმა, გერჰარდ შრიოდერმა, და

გერმანიის კანცლერმა, გერჰარდ შრიოდერმა, და მისმა კონკურენტმა ანგელა მერკელმა დღეს პირველი მოლაპარაკება გამართეს. მერკელის თქმით, მოლაპარაკებამ კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩაიარა – თუმცა მთავრობიშ შექმნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

კვირას გამართულ არჩევნებზე მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ შრიოდერის მემარცხენე-ცენტრისტულ სოციალ-დემოკრატებს დაახლოებით ერთი პროცენტით გაუსწრო. მაგრამ არც ერთ პარტიას არ მიუღია ხმების ის რაოდენობა, რომელიც სასურველ კოალიციურ პარტნიორთან ერთად მთავრობის შექმნის საშუალებას მისცემდა.

ანალიტიკოსების აზრით, ყველაზე რეალური შედეგი ორ პარტიას შორის "დიდი კოალიციის" შექმნა იქნება – თუმცა ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ორი პოლიტიკური ძალა არსებული უთანხმოებების დაძლევას. მოლაპარაკება მომავალ კვირას გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG