Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს პარიზში გამართულ გამოფენაზე ორგანიზაციამ


დღეს პარიზში გამართულ გამოფენაზე ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" გამოიტანა სახელმძღვანელო, რომელიც მკითხველს ინტერნეტზე დაწესებული ცენზურის დაძლევას ასწავლის.

დღეს პარიზში გამართულ გამოფენაზე ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" გამოიტანა სახელმძღვანელო, რომელიც მკითხველს ინტერნეტზე დაწესებული ცენზურის დაძლევას ასწავლის.
ტექსტი ავტორიტარული ქვეყნებში მომუშავე ჟურნალისტებისთვისაა განკუთვნილი. სახელმძღვანელოს ჩინურ, არაბულ, სპარსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე ჩამოტვირთვა ორგანიზაციის ვებ-გვერდიდან არის შესაძლებელი.

სახელმძღვანელო ნაწილობრივ საფრანგეთის საგარეო სამინისტრომ დააფინანსა. ტექსტი შეიცავს ტექნიკურ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება ინტერნეტში ვინაობის გამჟღავნების გარეშე მუშაობა. სახელმძღვანელო მკითხველს აგრეთვე ასწავლის, როგორ აუარონ გვერდი მთავრობის მიერ ცენზურის სახით დაყენებულ ინტერნეტ-ფილტრებს.
XS
SM
MD
LG