Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში სასამართლომ განიხილა მიხაილ ხოდორკოვსკის


მოსკოვში სასამართლომ განიხილა მიხაილ ხოდორკოვსკის საკასაციო სარჩელი და მას განაჩენი ერთი წლით შეუმსუბუქა -პატიმრობა 8 წლამდე შეუკვეცა.

მოსკოვში სასამართლომ განიხილა მიხაილ ხოდორკოვსკის საკასაციო სარჩელი და მას განაჩენი ერთი წლით შეუმსუბუქა -პატიმრობა 8 წლამდე შეუკვეცა.
იგივე ეხება ხოდორკოვსკის - ნავთობკომპანია "იუკოსის" ყოფილი შეფის - ყოფილ კოლეგას, პლატონ ლებედევს. დამცველები ორივე კლიენტის უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვდნენ, მაგრამ სასამართლომ ძალაში დატოვა განაჩენი, გამოტანილი ხოდორკოვსკის და ლებედევის თაღლითობასა და გადასახადებისთვის თავის არიდებაში დამნშავედ ცნობის საფუძველზე. ხოდორკოვსკი, რომელიც მის სამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს, ირწმუნება, რომ უდანაშაულოა. მისი და ლებედევის ვექილები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ - განაჩენს ჯერ რუსეთის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ, შემდეგ კი ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლოში.
XS
SM
MD
LG