Accessibility links

logo-print

სტამბოლში ადმინისტრაციულმა სასამართლომ გასცა განკარგულება


სტამბოლში ადმინისტრაციულმა სასამართლომ გასცა განკარგულება, გაუქმდეს სამეცნიერო კონფერენცია,

სტამბოლში ადმინისტრაციულმა სასამართლომ გასცა განკარგულება, გაუქმდეს სამეცნიერო კონფერენცია,
მიძღვნილი 1915 წელს სომხების დახოცვის საკითხებისადმი. პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიმ ერდოანმა ანკარაში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას გააკრიტიკა სასამართლოს გადაწყვეტილება: [ერდოანის ხმა] “შეიძლება, არ მოგწონდეს ვინმეს აზრი, თუ წარმოდგენები, მაგრამ არ შეიძლება ხელი შეუშალო მათს გამოთქმაში. მეტიც, ვფიქრობ, ასეთი ნაბიჯი მიმართულია დემოკრატიის, თავისუფლების წინააღმდეგ.” კონფრენეცია ჯერ კიდევ მაისში უნდა გამართულიყო სტამბოლის "ბოაზიჩის უნივერსიტეტში" და მასში მონაწილეობა უნდა მიეღოთ იმ თურქ მეცნიერებსაც, ვინც არ იზიარებს ოფიციალური ანკარის პოზიციას სომხებთან დაკავშირებულ, 1915 წლის ამბებთან მიმართებაში. ანკარა უარყოფს ბრალდებას, რომ 1915-ში განოციდი მოხდა: რომ მოკლეს მილიონზე მეტი სომეხი.
XS
SM
MD
LG