Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის განცხადებით


ავღანეთში საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის განცხადებით, კვირის საპარლამენტო არჩევნებში

ავღანეთში საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის განცხადებით, კვირის საპარლამენტო არჩევნებში
ამომრჩევლების, სავრაუდოდ, 53-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. გაერო-ავღანეთის ერთობლივი საარჩევნო კომისიის ამავე წარმომადგენლის, პეტერ ერბენის ინფორმაციით, ქაბულში და მის მიმდებარე პროვინციაში ამომრჩეველი ნაკლებად აქტიური იყო - საარჩევნო უბნებში, როგორც ჩანს, 36 პროცენტი მივიდა. დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში შეეხო ავღანეთში გამართულ არჩევნებს და მათ "მსოფლიოსთვის პოზიტიური სიახლე" უწოდა. დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, თალიბებმა იერიში მიიტანეს ავღანური არმიის პოსტზე პაქტიკის პროვინციაში, მოკლეს ორი და დაჭრეს სამი ავღანელი ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG