Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგალმა რიტამ დღეს ახალ ორლეანში


გრიგალმა რიტამ დღეს ახალ ორლეანში აღმართული ჯებირი გაარღვია, და ქალაქის ყველაზე დაბალ დონეზე მდებარე უბნები დატბორა. ამით კიდევ უფრო გაძლიერდა შიში,

გრიგალმა რიტამ დღეს ახალ ორლეანში აღმართული ჯებირი გაარღვია, და ქალაქის ყველაზე დაბალ დონეზე მდებარე უბნები დატბორა. ამით კიდევ უფრო გაძლიერდა შიში,
რომ "კატრინასგან" დანგრეულ ქალაქს ახლა გრიგალი "რიტა" დაატყდება თავს. გრიგალი რიტას მოახლოების გამო ტეხასისა და ლუიზიანის შტატიდან შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ევაკუაციის პროცესი ხორციელდება. სანაპირო ზოლს და ქალაქ ჰიუსტონს ორ მილიონზე მეტი ადამიანი ტოვებს. დღეს ავტობუსს, რომელიც გრიგალის მოახლოვების გამო ხანშიშესული ადამიანების ევაკუაციას ეწეოდა, ტეხასის შტატის ქალაქ დალასთან ცეცხლი წაეკიდა. ამ მომენტისათვის არსებული მომაცემებით, ხანძარს 24 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ავტობუსი ცეცხლის ალში მთავარ ავტომაგისრალზე გაეხვია, რამაც გზის გადაკეტვა გამოიწვია. სინოპტიკოსების განცხადებით, გრიგალმა მიმართულება ოდნავ შეიცვალა და აღმოსავლეთისკენ გადაიწია – რაც შესაძლებელია იმის მანიშნებელი იყოს, რომ ქალაქები ჰიუსტონი და გალვესტონი პირდაპირ დარტყმას გადაურჩება.
XS
SM
MD
LG