Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მიხეილ ხოდორკოვსკის უცხოელ ადვოკატს


რუსეთში მიხეილ ხოდორკოვსკის უცხოელ ადვოკატს, რობერტ ამსტერდამს, ვიზა გაუუქმეს და ქვეყნის დატოვება უბრძანეს.

რუსეთში მიხეილ ხოდორკოვსკის უცხოელ ადვოკატს, რობერტ ამსტერდამს, ვიზა გაუუქმეს და ქვეყნის დატოვება უბრძანეს.
ამსტერდამი კანადის მოქალაქეა. ამსტერდამმა დღეს დილით სააგენტო როიტერს უთხრა, რომ წუხელ მასთან სასტუმროს ნომერში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული უშიშროების წარმომადგენლები მივიდნენ, მისი ვიზა გააუქმეს და ქვეყნის 24 საათში დატოვება უბრძანეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაპატიმრებით დაემუქრნენ.

დღესვე რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ხოდორკოვსკის რუსი ადვოკატებისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევა მოითხოვა. გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა, ნატალია ვიშნიაკოვამ, განაცხადა, რომ ამ იურისტებმა მთავარი ადვოკატის გარეშე ხოდორკოვსკის დაცვა არ ისურვეს – რაც, მისი განცხადებით, სამართლის დარღვევაა.

რადიო თავისუფლება დღეს რვა ადვოკატიდან ერთ-ერთს, ელენა ლევინას დაუკავშირდა:

[ლევინას ხმა]: ჩვენ იუსტიციის სამინისტროში დაგვიბარეს. როგორც გუშინ შემდგარი სატელეფონო საუბრიდან მივხვდით, მათ ჩვენთვის უფლებამოსილების ჩამორთმევა აქვთ დავალებული.

ხოდორკოვსკის უახლოეს 10 დღეში მოსკოვის ერთ-ერთ ციხეში გადაიყვანენ.
XS
SM
MD
LG