Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააგენტო პრაიმ-ნიუსის ცნობით, ევროპის საბჭოს


სააგენტო პრაიმ-ნიუსის ცნობით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი ქართულ-ოსურ კონფლიქტში მონაწილე მხარეებს

სააგენტო პრაიმ-ნიუსის ცნობით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი ქართულ-ოსურ კონფლიქტში მონაწილე მხარეებს
თავშეკავებისა და მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს. "მთლიანად კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის მომხრე ვარ და მოვუწოდებ ყველა მხარეს, იარაღი დაყარონ და დაიწყონ მოლაპარაკებები", ნათქვამია გენერალური მდივნის დღეს გავრცელებულ მიმართვაში.

დევისის თქმით, წუხელ მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რომელმაც თავი "მოლაპარაკებების მყარ მომხრედ" წარმოაჩინა.

"იმედი მაქვს, რომ ყველა მხარე მშვიდობიანი მოწესრიგების გზას მიემხრობა; არც საქართველოს და არც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების ხალხებს ომი არ სურთ" – განაცხადა დევისმა.
XS
SM
MD
LG