Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში გამოქვეყნდა ევროპის კავშირის მასშტაბით


ბრიუსელში გამოქვეყნდა ევროპის კავშირის მასშტაბით ჩატარებული კვლევა, რომლის შედეგებიც აჩვენებს, რომ რუსული ენა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენა გახდა.

ბრიუსელში გამოქვეყნდა ევროპის კავშირის მასშტაბით ჩატარებული კვლევა, რომლის შედეგებიც აჩვენებს, რომ რუსული ენა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენა გახდა.
კომისიის წარმომადგენლის, ფრედერიკ ვინსენტის თქმით, იმ ენებს შორის, რომლებზედაც ევროპის კავშირის მოქალაქეები ლაპარაკობენ, რუსული მეოთხე ადგილს იკავებს:

[ვინსენტის ხმა]: ევრობარომეტრის კვლევიდან გამოჩნდა, რომ ესპანურთან ერთად, რუსული ენა გავრცელების მიხედვით ამჟამად მეოთხე ადგილს იკავებს ევროკავშირში.

მთლიანობაში, რუსულ ენაზე ევროკავშირის ოთხას ორმოცდაათი მილიონი მაცხოვრებლიდან
ექვსი პროცენტი ლაპარაკობს.

ინგლისური ენა ევროკავშირში ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ენად რჩება. ინგლისურად ევროკავშირის მოქალაქეების 34 პროცენტი ლაპარაკობს.
XS
SM
MD
LG