Accessibility links

logo-print

სოხუმში პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო


სოხუმში პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს

სოხუმში პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს
აფხაზი ეროვნების ყველა პირის - აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოქალაქეობას. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, "აფხაზეთის მოქალაქეებად ითვლებიან აფხაზი ეროვნების პირები, მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეობისა”. საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსის" ცნობით, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს აფხაზეთის და რუსეთის ორმაგ მოქალაქეობას - “აფხაზეთის მოქალაქეს უფლება აქვს, მიიღოს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა”, ნათქვამია დოკუმენტში. სოხუმის სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში ცხოვრობს 700 000-ზე მეტი აფხაზი. ყველაზე მრავალრიცხოვანია დიასპორა თურქეთში - დაახლოებით, 500 000 აფხაზი. რუსეთში 40 000-მდე აფხაზი ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG