Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად


ბაღდადში დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, სამი ერაყელი ჯარისკაცი და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპნენ.

ბაღდადში დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, სამი ერაყელი ჯარისკაცი და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპნენ.
პოლიციის ცნობით, ქვეითი პატრული ბაღდადში შემოწმებას ატარებდა, როცა თვითმკვლელმა მოიერიშემ აფეთქება მოაწყო. ამავე წყაროს ცნობით, დაჭრილია 7 ადამიანი, მათ შორის 4 ჯარისკაცი. ამასობაში, სამხრეთში მდებარე ქალაქ ბასრაში ერაყელმა მოსამართლე რაღიბ ჰასანმა გასცა საიდუმლო მისიით მოქმედი ორი ბრიტანელი ჯარისკაცის დაპატიმრების ორდერი: ლაპარაკია ჯარისკაცებზე, რომლებიც გასულ კვირაში ერაყის პოლიციის მიერ იყვნენ დაკავებული, მაგრამ ბრიტანელმა სამხედროებმა ძალის გამოყენებით გაათავისუფლეს. მოსამართლე რაღიბ ჰასანმა ორ ბრიტანელს რამდენიმე ბრალდება წაუყენა, მათ შორის ერაყელი პოლიციელის მოკვლის პასუხისმგებლობა დააკისრა. დაპატიმრების ორდერს უკვე მოჰყვა ლონდონის გამოხმაურება - თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ორდერს სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და რომ ერაყში განთავსებული ბრიტანელი სამხედროები, ბრიტანულ იურისდიქციას ექვემდებარებიან.
XS
SM
MD
LG