Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა


საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა ერთიანი ეროვნული გამოცდების შემფასებელი კომისიის წევრები.

საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა ერთიანი ეროვნული გამოცდების შემფასებელი კომისიის წევრები.
განათლების მინისტრმა ისინი ღირსების მედლებზე წარადგინა, მაგრამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, თითოეული მათგანი ბევრად მეტს იმსახურებს, რის გამოც მიიღო გადაწყვეტილება მათი ღირსების ორდენებით დაჯილდოვების შესახებ. ერთიანი ეროვნული გამოცდების მაღალ დონეზე მომზადებისა და მათს ჩატარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების ორდენები გადაეცათ ლევან გახელაძეს, სოსო გოგილიძეს, მერაბ გოცირიძეს, სოფიო დოლიძეს, მერაბ თოფურიას, ივანე მინდაძეს, იამზე კუტალაძეს, თეიმურაზ სამადაშვილს, კახა ჯამბურიას. ხვალ პრეზიდენტი მიეხილ სააკაშვილი სპორტის სასახლეში სიტყვით მიმართავს სტუდენტებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდები.
XS
SM
MD
LG