Accessibility links

logo-print

აშშ-ის სამხრეთში მდებარე ტეხასისა და


აშშ-ის სამხრეთში მდებარე ტეხასისა და ლუიზიანის შტატებში, რომლებიც გრიგალმა "რიტამ" დააზარალა, აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

აშშ-ის სამხრეთში მდებარე ტეხასისა და ლუიზიანის შტატებში, რომლებიც გრიგალმა "რიტამ" დააზარალა, აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
გუშინ გრიგალმა სახლები დაანგრია, ხეები ამოგლიჯა, ზოგი რეგიონი დატბორა - მაგრამ გაცილებით ნაკლები ზარალი მოიტანა, ვიდრე წინა გრიგალმა, "კატრინამ". როგორც იუწყებიან, ახალმა გრიგალმა, რომლის სიჩქარე გუშინ საათში 190-თ კილომეტრს აღწევდა, ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. როგორც ჩანს, მცირეა ზარალი, რომელიც მექსიკის ყურის სანაპიროზე ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს მიადგა: აქამდე შიშობდნენ, რომ "რიტა" მძიმედ დააზარალებდა ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოებს, რის შედეგადაც მსოფლიო ბაზარზე კიდევ უფრო გაძვირდებოდა საწვავი.
XS
SM
MD
LG