Accessibility links

logo-print

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლები აჩვენებს


პოლონეთში საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლები აჩვენებს, რომ ამჟამინდელი მთავრობა ძალაუფლებას გამოეთხოვება.

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლები აჩვენებს, რომ ამჟამინდელი მთავრობა ძალაუფლებას გამოეთხოვება.
ეს არის მემარცხენე დემოკრატიული ალიანსის მთავრობა პრემიერ-მინისტრ მარეკ ბელკას ხელმძღვანელობით. არაოფიციალური ეგზიტპოლის მიხედვით, ფართო უმრავლესობა მოიპოვა ორმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ. ისინი ამომრჩევლებს გადასახადების შეკვეცას და კორუფციასთან ბრძოლას დაჰპირდნენ. ამ ინფორმაციით, "კანონიერებისა და სამართლის პარტიას" ხმების 27-დ პროცენტზე მეტი ერგო, "სამოქალაქო პლატფორმას" - 24 პროცენტი. მმართველ ძალას, მემარცხენე დემოკრატიულ ალიანსს ამომრჩეველთა სულ 11 პროცენტი მიემხრო. პოლონეთში კომუნიზმის დამხობიდან გასული 16 წლის მანძილზე არც ერთ პოლიტიკურ ძალს არ გაუმარჯვია ზედიზედ ორ არჩევნებში. 9 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებიც გაიმართება.
XS
SM
MD
LG