Accessibility links

logo-print

ავღანეთში სამხედრო ოპერაციის მსვლელობაში ავარია


ავღანეთში სამხედრო ოპერაციის მსვლელობაში ავარია განიცადა ამერიკულმა სამხედრო შვეულმფრენმა.

ავღანეთში სამხედრო ოპერაციის მსვლელობაში ავარია განიცადა ამერიკულმა სამხედრო შვეულმფრენმა.
დაიღუპა ეკიპაჟის 5-ვე წევრი. დღეს ამერიკელების სამხედრო პრეს-მდივნის განცხადებით, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ავარია მოწინააღმდეგე მხარის სროლას მოჰყვა. "ჩაინუკის" ტიპის შვეულმფრენი სამხრეთში მდებარე ზაბულის პროვინციაში, დაი ჩოპანის რაიონში ჩამოვარდა. აქვე მოხდა მრავალეროვან ჯარებსა და თალიბებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე შეტაკება. ამერიკელების სამხედრო პრეს-მდივნის განცხადებით, ქვეითი ჯარები ადგილზე უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.
XS
SM
MD
LG