Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზაში ისრაელის საჰერო თავდასხმისას მოკლეს


ღაზაში ისრაელის საჰერო თავდასხმისას მოკლეს გასამხედროებულ ორგანიზაცია "ისლამური ჯიჰადის" ერთ-ერთი ლიდერი

ღაზაში ისრაელის საჰერო თავდასხმისას მოკლეს გასამხედროებულ ორგანიზაცია "ისლამური ჯიჰადის" ერთ-ერთი ლიდერი
მოჰამედ ხალილი და მისი თანაშემწე. ისლამური ჯიჰადის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა ეს ცნობა და დასძინა, რომ მოჰამედ ხალილი მანქანაში იჯდა, როცა მასზე საჰაერო იერიში მოეწყო. ეს იყო ისრაელის, სულ ცოტა, მეოთხე ოპერაცია ხალილის მოკვლის მიზნით. ისრაელის არმიის კომენტარი ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ არმიის წარმომადგენლებს ნათქვამი აქვთ, რომ ხალილის ეკისრებოდა რამდენიმე სისხლიანი თავდასხმის პასუხისგმებლობა. დღესვე, უფრო ადრე, ისრაელის პერმიერ-მინისტრმა არიელ შარონმა განაცხადა, რომ გასცა განკარგულება, მიიღონ ზომები პალესტინელი ექსტრემისტების წინააღმდეგ, ღაზიდან სარაკეტო იერიშების საპასუხოდ. პალესტინელების ლიდერმა მაჰმუდ აბასმა კი განმეორებით გამოთქვა შარონთან მოლაპარაკების იმედი. გეგმის მიხედვით, ოქტომბრის დასაწყისში მათი მესამე შეხვედრა უნდა მოეწყოს.
XS
SM
MD
LG