Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს


გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორად მესამე ვადით აირჩიეს მოჰამედ ელბარადეი.

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორად მესამე ვადით აირჩიეს მოჰამედ ელბარადეი.
სააგენტოს სხდომის მონაწილეებმა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ერთხმად მოიწონეს ელბარადეის კანდიდატურა. აშშ გარკვეული ხანი არ ემხრობოდა ელბარადეის არჩევას და მოჰყავდა არგუმენტი, რომ ორი ვადაც საკმარისია საერთაშორისო სააგენტოს გასაძღოლად. მაგრამ ეს პოზიცია სააგენტოს სხვა წევრებმა არ გაიზიარეს და შეერთებული შტატებიც აღარ შეწინააღმდეგებია ელბარადეის, რომელიც გაეროს ატომურ უწყებას 1997 წლიდან ხელმძღვანელობს.
XS
SM
MD
LG