Accessibility links

logo-print

ერაყში "აბუ ღრაიბის" ციხიდან ასობით


ერაყში "აბუ ღრაიბის" ციხიდან ასობით პატიმრის გაშვება დაიწყეს. სამხედრო წყაროების ცნობით, ამ კვირაში 1000-მდე პატიმარს გაათავისუფლებენ.

ერაყში "აბუ ღრაიბის" ციხიდან ასობით პატიმრის გაშვება დაიწყეს. სამხედრო წყაროების ცნობით, ამ კვირაში 1000-მდე პატიმარს გაათავისუფლებენ.
ლაპარაკია ამნისტიაზე, რომელიც მოჰყვა ერაყის მთავრობის თხოვნას მუსლიმანურ დღესასწაულ რამადანთან დაკავშირებით. რამადანი მომავალ კვირაში იწყება. ამნისტია არ ეხება ბომბის აფეთქებაში, წამებაში, ადამიანის გატაცებასა და მკვლელობაში ბრალდების საფუძველზე დაპატიმრებულებს. დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, ბაღდადში თვითმკვლელმა მოიერიშემ მანქანა დააჯახა ავტობუსს, რომელშიც ნავთობმრეწველობის სამინისტროს მუშაკები ისხდნენ, დაიღუპა სულ მცირე 6, დაიჭრა 14 კაცი.
XS
SM
MD
LG