Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სამხედრო პროკურორმა გააუქმა უკრაინის


რუსეთში სამხედრო პროკურორმა გააუქმა უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი.

რუსეთში სამხედრო პროკურორმა გააუქმა უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი.
გენერალური პროკურატურის ვებსაიტზე იუწყებიან, რომ ერთი წლის წინ გაცემული ორდერი გაუქმდა მას შემდეგ, რაც ტიმოშენკო გუშინ საკუთარი ნებით გამოცხადდა რუსეთში გამომძიებლებისთვის ჩვენების მისაცემად. ამავე წყაროს ცნობით, ტიმოშენკო მზად არის, მომავალშიც გამოცხადდეს დაკითხვაზე. ტიმოშენკოს წაყენებული ჰქონდა რუსი ოფიციალური პირებისთვის ქრთამის მიცემის ბრალდება, უკრაინის წამყვანი გაზის დისტრიბუტორი კომპანიის ხელმძღვანელობისას. ტიმოშენკო უარყოფს ამ ბრალდებებს, მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG