Accessibility links

აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატმა განაცხადა


აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნის ჯარები დატოვებენ თავიანთ ბაზას უზბეკეთში,

აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნის ჯარები დატოვებენ თავიანთ ბაზას უზბეკეთში,
როგორც ამას ტაშკენტი მოითხოვს. ეს განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დენიელ ფრიდმა უზბეკეთის პრეზიდენტთან ისლამ კარიმოვთან შეხვედრის შემდეგ. აშშ-ის არმია იქ განთავსდა 2001 წელს, როცა ვაშინგტონმა გადაწყვიტა, 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ავღანეთში სამხედრო ოპერაცია მოეწყო. უზბეკეთის მთავრობამ, მას მერე, რაც აშშ-მა გააკრიტიკა უზბეკეთი ანდიჟანში მეამბოხეთა დახოცვის გამო.
აშშ-ის მთავრობა უარყოფს ბრალდებას, რომელიც უზბეკეთში, ანდიჟანში, ძალადობის აქტში მონაწილეობაში ეჭვმიტანილი 15 ისლამისტის სასამართლო პროცესზე, ერთერთმა მათგანმა გამოთქვა, კერძოდ, რომ აშშ-ის საელჩო ხელს უწყობდა უზბეკეთში ანტისამთავრობო ამბოხს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ ბრალდებას საფუძველი არ აქვს.
XS
SM
MD
LG