Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელი და ამერიკელი სამხედროების ერთობლივი


ერაყელი და ამერიკელი სამხედროების ერთობლივი ოპერაციის დროს მოკლეს აბუ აზამი, რომელიც ერაყში

ერაყელი და ამერიკელი სამხედროების ერთობლივი ოპერაციის დროს მოკლეს აბუ აზამი, რომელიც ერაყში
მოქმედი “ალ ყაიდის” გაერთიანების რანგით მეორე მეთაურია. აშშ-ის არმიის წარმომადგენელმა ვიცე-პოლკოვნიკმა სტივ ბოილანმა განაცხადა, რომ ის აბუ მუსავ ზარყავის მარჯვენა ხელი იყო. აზამი პალესტინელი უნდა იყოს, მას ბაღდადში და მის შემოგარენში ტერაქტების მოწყობას მიაწერენ. “ალ ყაიდის” უებ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ აზამი არ მოუკლავთ. იქ, ასევე უარყოფილია, რომ ის ზარყავის მოადგილე იყო.
უფრო თავშეკავებული იყო ამ აქტის შეფასება ამერიკელთა, ვიდრე ერაყელთა მხრიდან. ერაყის უშიშროების სფეროს მრჩეველმა დღეს თქვა, რომ აზამის მოკვლა ზარყავის მოკვლასთან მიგვიყვანსო.
დღეს ერაყში ტერაქტები გაგრძელდა, თვითმკვლელმა ათასამდე კაცი მოკლა. პატიმართა ბადრაგს დაესხნენ თავს ბაღდადში და ორი კაცი მოკლეს.
XS
SM
MD
LG