Accessibility links

logo-print

დღევანდელი რუსული პრესა აფხაზეთის კონფლიქტის თემას დიდ ყურადღებას უთმობს. თუმცა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი დღევანდელი რუსული პრესა აფხაზეთის კონფლიქტის თემას დიდ ყურადღებას უთმობს. თუმცა, თუ, ჩვეულებრივ, რუსი ჟურნალისტები აფხაზეთის ომის მიმდინარეობის ფაქტებს

ახსენებენ მკითხველს, ამჯერად ისინი რუსეთის სამშვიდობო მისიისადმი ოფიციალური თბილისის კრიტიკულ დამოკიდებულებაზე ამახვილებენ ყურადღებას. გაგაცნობთ დღევანდელი რუსული პრესის ერთ-ერთ პუბლიკაციას.

„თბილისი მოსკოვს უკანასკნელ შანსს აძლევს,“ - წერს დღევანდელი „ნეზავისიმაია გაზეტა“, რომლის ცნობითაც, საქართველოს პარლამენტი მზადაა, რუსეთის სამშვიდობო ნაწილები ქვეყნის ტერიტორიაზე კანონგარეშედ გამოაცხადოს. როგორც გაზეთი წერს, პარლამენტში მომზადებული დადგენილების ტექსტში აქცენტი გაკეთებულია, მეტწილად, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში განლაგებულ რუსეთის სამშვიდობო ნაწილებზე, რომლებიც, ქართველი კანონმდებლების აზრით, სეპარატისტების ინტერესს იცავენ. „ნეზავისიმაია გაზეტა“ აქვე შენიშნავს, რომ, მთლიანობაში, საქართველო რუსეთის სამშვიდობო როლზე უარის თქმას არ აპირებს. კერძოდ,



როგორც ჟურნალისტებს განუცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა, მოსკოვს ბოლო შანსი ეძლევა, საერთაშორისო თანამეგობრობას საკუთარი ეფქტურობა დაუმტკიცოს სამშვიდობო მოლაპარაკებებისას. „თუ მოსკოვის პოზიცია ამის შემდეგ არ შეიცვალა და სიტუაცია ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში არ გამოსწორდა, ჩვენ ავამუშავებთ ამ რეგიონიდან რუსეთის სამხედრო კონტინგენტის გაყვანის მექანიზმებს,“ - აცხადებს კოტე გაბაშვილი.


როგორც „ნეზავისიმაია გაზეტა“ წერს, ოფიციალური თბილისის მკვეთრი რეაქცია ცხინვალის დაბომბვის ფაქტით არის გამოწვეული. მაშინ ცხინვალში რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მეორე დღეს უკვე ქართული სოფლები დაიბომბა. მხარეები კი ერთმანეთს პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებენ. შედეგად - ჩაიშალა 28-29 სექტემბერს ვლადიკავკაზში დაგეგმილი ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული კომისიის სხდომა. გაზეთი წერს:


ვლადიკავკაზის ნაცვლად, საქართველოს დელეგაცია, უშიშროების საბჭოს მდივნის გელა ბეჟუაშვილის ხელმძღვანელობით, მოსკოვში მიემგზავრება, სადაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს იგორ ივანოვს შეხვდება. როგორც „ნეზავისიმაია გაზეტას“ საქართველოს უშიშროების საბჭოში აცნობეს, მოლაპარაკების მთავარი თემა რუსეთ-საქართველოს სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობა და კონფლიქტების მოგვარების პროცესში რუსეთის როლი იქნება.
დელეგაციის კიდევ ერთი წევრის, კონფლიქტების მოგვარების სფეროში სახელმწიფო მინისტრის, გიორგი ხაინდრავას ცნობით, ქართული დელეგაცია მოსკოვის შეხვედრისას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტს, რომ შერეული საკონტროლო კომისიის მუშაობა შეჩერებულია, ანუ სამშვიდობო მოლაპარაკებები შეწყვეტილია. მისივე აზრით, აუცილებელია სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის გადახედვა, რადგან ახლანდელი მანდატი კრიტიკას ვერ უძლებს და, პრაქტიკულად, მხოლოდ რუსეთის შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ლეგალურ სტატუსს განსაზღვრავს. გიორგი ხაინდრავას თქმით, ქართული დელეგაცია საქმის კურსში ჩააყენებს იგორ ივანოვს, რომ საქართველოს პარლამენტი მზად არის გამოიყენოს მექანიზმები კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ნაწილების გაყვანის დასაწყებად.
XS
SM
MD
LG